თავში

326 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები - VIDEO

326 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები
326 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში არის ახალი შემთხვევების 72 პროცენტი – 235 პაციენტი, იმერეთში 14 პროცენტი – 38 პაციენტი, თბილისში – 30 შემთხვევა, 9 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14 შემთხვევა, 4 პროცენტი, გურიაში – ექვსი შემთხვევა, კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში თითო ახალი შემთხვევა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან რვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system