
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათი ცნობით, 340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება - უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს.
"ეს გადაწყვეტილება პირად თანამშრომლებს, მინისტრის მოადგილემ - იოსებ
ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ
მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2020 წელს უკვე განხორციელებულ სიახლეებზე და
პირად შემადგენლობას სამომავლო გეგმებიც გაეცნო.
შეხვედრას ყველა სახანძრო-სამშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო
წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მშველებმა აღნიშნეს, რომ ეს სიახლე
დამატებითი სტიმული იქნება მათთვის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით
მოეკიდებიან ოფიცრის წოდებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მეხანძრე -მაშველებმა ახალი სამხრეები
მინისტრის მოადგილისგან მიიღეს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.