თავში

360 დევნილი ოოჯახი ახალაშნებულ კორპუსში ბინებს მიიღებს

360 დევნილი ოოჯახი ახალაშნებულ კორპუსში ბინებს მიიღებს
360 დევნილი ოოჯახი ახალაშნებულ კორპუსში ბინებს მიიღებს

თბილისსა და მარნეულში დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები გადაეცემა. 

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. 

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახი მიიღებს, ხოლო მარნეულში საცხოვრებელი ფართი 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა. მარნეულში ბინის მისაღებად, გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადები ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა უნდა შეავსონ. 

იმ დევნილმა ოჯახებმა კი, ვინც უკვე შეავსეს განაცხადი, დამატებითი დოკუმენტაცია მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ. განაცხადების მიღება 2018 წლის 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნა. ერთიან ელექტრონულ ბაზაში უკვე შევსებული 30 000-ზე მეტი განაცხადიც აიტვირთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system