თავში

38 დაღუპული და 135 დაშავებული - საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკა

38 დაღუპული და 135 დაშავებული - საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტი
38 დაღუპული და 135 დაშავებული - საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით  2018 წლის მონაცემებთან შეადრებით, 2019 წლის 05 დეკემბრის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით.

2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი.

"საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვა განახლებული მეთოდიკით ხდება. აღრიცხული ინციდენტების რაოდენობაში შესულია აგრეთვე საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევათა მონაცემები. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება განხორციელებულია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაში ზედმეტი, დაუზუსტებელი ან/და შეუსაბამო ინფორმაციის მოხვედრა.

2020 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობრივი ზრდა,'-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system