თავში

381 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

381 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
381 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

"კორონავირუსის 12 007 აქტიური ინფიცირების შემთხვევებიდან 381 პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება"- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 381 მძიმე პაციენტიდან 77 პირი მართვით სუნთქვაზეა.

"მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12."- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 178 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system