თავში

3 ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება

3 ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება
3 ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება

დახურულ და ღია სივრცეებში სამი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა ქვეყანაში 18 მაისიდან მოიხსნება.

თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, შეზღუდვა რჩება ავტომობილით სამ პირზე მეტის გადაადგილების დროს.

,,მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზე დმნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაზეც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system