თავში

4 აპრილის ამინდის პროგნოზი

4 აპრილის ამინდის პროგნოზი
4 აპრილის ამინდის პროგნოზი

4 აპრილს სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

თბილისში ღამით +8 გრადუსი იქნება, დღისით კი +15 გრადუსი. მოსალოდნელია წვიმა.

ბათუმში ღამით +9, დღისით კი +12 გრადუსი და წვიმა იქნება. ზუგდიდში, ღამით +9, დღისით +11 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი. ქუთაისში ღამით +7, დღისით კი +13 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი.

თელავში ღამით +6 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით კი +9 და უნალექო ამინდი იქნება. +8 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +13 გრადუსს და წვიმას ელოდებიან. სიღნაღში ღამით +7, დღისით კი +11 გრადუსი და წვიმა იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით 0 გრადუსი, დღისით + 6 გრადუსი სითბო და თოვლჭყაპი იქნება. ცაგერში ღამით +5 გრადუსი, დღისით კი +7 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. ღამით -2 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +3 გრადუსი და თოვლჭყაპი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system