თავში

40 ფრთა კაკაბი დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს

40 ფრთა კაკაბი დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს
40 ფრთა კაკაბი დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდიბარედ, დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში 40 ფრთა კაკაბი გაუშვეს. ამის შესახებ Report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოდან აცნობეს. მათი თქმით, ადგილობრივი სახეობის ფრინველები ბუნებაში პოპულაციის აღდგენის მიზნით გაუშვეს. როგორც სააგენტოში ამბობენ, ღონისძიების მიზანი საქართველოს ფაუნის, იშვიათი და მოწყვლადი სახეობების ბუნებაში აღდგენაა.

დაცული ტერიტორეიბის სააგენტო ბუნებაში გაშვებული ფრინველების მეთვალყურეობის მიზნით, ვიდეოხაფანგებს დაამონტაჟებს.

ამ ეტაპზე სააგენტოში ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system