თავში

413 პირი სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

413 პირი სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
413 პირი სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 18 526-ს შეადგენს. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 

3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში

8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 111 818-მდე გაიზარდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 051 ადამიანი.

ამავე პერიოდში, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი და საერთო რაოდენობა 92 215-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system