თავში

452 ინფიცირებლი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

452 ინფიცირებლი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია
452 ინფიცირებლი  პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 759 ადამიანიდან 986 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, 452 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში-461, აჭარაში- 155, იმერეთში-219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში-188, აჭარაში-139, იმერეთში-42“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 801 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.


პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system