თავში

,,5 დღეა ზარს ელოდება, უთხრეს გადმოგირეკავთო და წევს ასე სიცხიანი და შეშინებული"

,,5 დღეა ზარს ელოდება, უთხრეს გადმოგირეკავთო და წევს ასე სიცხიანი და შეშინებული"
,,5 დღეა ზარს ელოდება, უთხრეს გადმოგირეკავთო და წევს ასე სიცხიანი და შეშინებული

,,ჩემმა დეიდაშვილმა 5 დღის წინ დარეკა 112- ში, უთხრა, რომ ინფიცირებულის კონტაქტია, აქვს კორონას სიმპტომები. არაფერს ვამბობ, მოვლაზე, საავადმყოფოში გადაყვანაზე, მას შემდეგ 5 დღეა ზარს ელოდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათო სამნიაშვილი პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს. 

,,საქართველოს მთავრობა, რას აკეთებთ, მართლა არჩევნებს გინდათ გადაგვაყოლოთ?!

...უთხრეს გადმოგირეკავთო და წევს ასე სიცხიანი და შეშინებული, უბრალოდ გადმორეკვაც აღარ შეძლებია ჯანდაცვას. უბრალოდ რეკომენდაციის გაცემაც კი აღარ შეგძლებიათ.

ამასთან, ამ წუთას გავარკვიე, კონტაქტი, ვისთანაც ჩემი დეიდაშვილი იყო, არის მუსიკის მასწავლებელი, ასაკოვანი ქალი, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი და ადგილების არ ქონის გამო, არის ასე საავადმყოფოს გარეშე.

ამის პარალელურად, ანონსდება ნოემბერში პიკი, დღეში 4000 შემთხვევა. იმასაც გვეუბნებით, ვირუსი კიდევ წელიწადზე მეტხანს იქნებაო. ავიღოთ დღიური 4000 შემთხვევა და გავამრავლოთ 366 ზე. გამოდის ამ მონაცემებს ერთ წელიწადში 1 464 000 შემთხვევა დაემატება. ეს მოსახლეობის ნახევარია. ამ ტემპით ორ წელიწადში კორონას ყველა ქართველი მოიხდის.

რა გამოდის, რას ვაპირებთ?! მოსახლეობის ათი პროცენტი უბრალოდ უნდა გავწყვიტოთ?!

ნუ იტყუებით და ნუ ამბობთ თითქოს სიტუაციას აკონტროლებთ! ვეღარაფერს აკონტროლებთ! შემოიღეთ რეგულაციები! არ ვამბობ ეკონომიკის ჩაკეტვაზე, ან იმ სისულელეზე რაც გაზაფხულში გააკეთეთ, რამდენიმე თვე სრულიად პარალიზებული რომ გქონდათ ქვეყანა. ვიცით, რომ მსგავსს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. უბრალოდ არსებული უკონტროლო გადაცემის ჯაჭვის ჩასაწყვეტად, ათი დღე მაინც შემოიღეთ რეგულაციები. ჩაწყდება ეს უკონტროლო გადაცემა და ავადმყოფების მიღება ისევ შეგეძლებათ. ასე ეტაპობრივი რეგულაციების გარეშე, უბრალოდ მოსახლეობის დიდ ნაწილს სიკვდილისთვის იმეტებთ, მიყრილები გყავთ უპატრონოდ.

იმისთვის, რომ არჩევნები არ წააგოთ, უნამუსოდ იტყუებით. თქვენი შიშების გამო, ყოველ დღე ადამიანები საკუთარ სახლებში იხოცებიან. შიში ვახსენე და ნურც იმ მავნებელი ოპოზიციის შეგეშინდებათ, ვინც უბრალოდ რამდენიმე დღიანი პროფილაქტიკურ რეგულაციებზე გამოგეკიდებათ. იზრუნეთ საკუთარ მოსახლეობაზე და მიიღეთ საჭირო ზომები!" - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system