თავში

5 ივლისს "ღირსების მარში" გაიმართება - თბილისი პრაიდი

5 ივლისს "ღირსების მარში" გაიმართება - თბილისი პრაიდი
5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება - თბილისი პრაიდი

"გამოდი სოლიდარობისთვის", - 5 ივლისს თბილისი პრაიდის ორგანიზებით დედაქალაქში "ღირსების მარში" გაიმართება.

რუსთაველის გამზირზე ქვიარ თემის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან.

"ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა.

ჩვენ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ: აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა; 

შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; 

გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი; 

დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა", - აცხადებენ "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system