თავში

მშობლების ინფორმაციით, 5 წლის ბავშვეზე სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული პოლიციას მიემალა

მშობლების ინფორმაციით, 5 წლის ბავშვეზე სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული პოლიციას მიემალა
მშობლების ინფორმაციით, 5 წლის ბავშვეზე სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული პოლიციას მიემალა

მამაკაცი, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა, დაზარალებული ბავშვის მშობლების ინფორმაციით, პოლიციას მიემალა. 

ოჯახის წევრები დამნაშავის სასწრაფოდ დაკავებას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ შესაძლოა 55 წლის მამაკაცმა დანაშაული კვლავ ჩაიდინოს.

„მართალი კაცი, რომ ყოფილიყო არ გაიქცეოდა და განაჩენს დაელოდებოდა. რადგან გაიქცა, ესეიგი დამნაშავეა. ვთხოვ პოლიციას, დაიჭიროს დამნაშავე, რადგან მეშინია, რომ დანაშაული კიდევ არ ჩაიდინოს. რაც შეეხება ბავშვს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - განაცხადა ოჯახის წევრმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 2019 წლის ზაფხულში, 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში, 55 წლის ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system