თავში

50-მდე კლინიკა პაციენტს დადგენილ ტარიფზე მეტს ახდევინებს - ტიკარაძე

50-მდე კლინიკა პაციენტს დადგენილ ტარიფზე მეტს ახდევინებს - ტიკარაძე
50-მდე კლინიკა პაციენტს დადგენილ ტარიფზე მეტს ახდევინებს - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია. 

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე მოკვლევა მიმდინარეობს.

"ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, ამასთან დაკავშირებით საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მუშაობა. შესაბამისად, ისინი ამ მოკვლევებს გააგრძელებენ. მე ამ კლინიკების შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა გასაჯაროება ამ ეტაპზე ალბათ სწორი არ იქნება. მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, 50 ნამდვილად არის, თბილისსა და სხვა ქალაქებში, თუმცა სიჭარბით თბილისში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system