თავში

5000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

5000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
5000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

სამოქმედო გეგმას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

"მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system