თავში

6-7 დღეში არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება - გიორგი ფხაკაძე

6-7 დღეში არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება - გიორგი ფხაკაძე
6-7 დღეში არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლებელია უკვე საქართველოშიც იყოს. 

როგორც ფხაკაძე ამბობს "ომიკრონი" საშიშია შტამია და განსაკუთრებით იმით გამოირჩევა, რომ ბავშვებში ხასიათდება მაღალი ჰოსპიტალიზაციით.

„ომიკრონი საშიშია. 5 წლამდე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი დელტასთან შედარებით. უფრო დეტალური და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.

ეს ვარიანტი სავარაუდოდ ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვე. უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია რომ უკვე საქართველოშიც იყოს. ბრაზილიაში, რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება, რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია და ასე შემდეგ,"-  ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system