თავში

"რუსთავი 2-ის" 60% დააყადაღეს - განახლებულია

"რუსთავი 2-ის" 60% დააყადაღეს - განახლებულია
რუსთავი 2-ის 60% დააყადაღეს  - განახლებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" 60 პროცენტს ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას დვალი-აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე ავრცელებს. 

“სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო.
რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:

1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში
2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა.” – წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი და რუსთავი-2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯარჯი აქამიძიე აცხადებს, რომ ეს შედეგი მისთვის მოულოდნელი იყო. 

,,კარგია ის, რომ პირველ რიგში, სასამართლომ წარმოებაში მიიღო ეს საქმე და შესაბამისად, მეორე პუნქტში, ჩვენ ვითხოვდით ყადაღის დადებას. ამ შემთხვევაში ესეც დააკმაყოფილა სასამართლომ. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდით, რომ შეიძლეობოდა რამე მიზეზი მოედოთ, თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ასე არ მოხდა", - განუცხადა report.ge-ს ჯარი აქიმიძემ.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. საქმეში ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელმაც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, მათივე მტკიცებით, იძულებით გადაუფორმეს. 

დვალმა და აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლა „რუსთავის 2“-ის დასაბრუნებლად ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. 

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system