თავში

7 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

7 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინ
7 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე დაკავებულ დედას და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცის საქარველოს პროკურატურამ გაავრცელა. 

უწყების ინფორმაციით არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

შს სამინისტროს ინფორმაციით ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system