თავში

"7 წლის ბავშვი შემოაკვდათ" - პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

"7 წლის ბავშვი შემოაკვდათ" - პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი
7 წლის ბავშვი შემოაკვდათ - პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ამბობს, რომ პანსიონში ერთ-ერთ აღმზრდელს ცემის დროს 7 წლის ბიჭი შემოაკვდა.

19 წლის ბიჭის თქმით, ფაქტი დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა. 

ყოფილი აღსაზრდელი ტელეკომპანია "ფორმულასთან" იხსენებს, რომ მომხდარის შემდეგ გარდაცვლილი ისე წაიყვანეს, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

"ეზოში ვიყავით ჩასულები და ამ დროს ერთი ბავშვი გაიქცა გოგოებისკენ, ბიჭი, იქნებოდა 6-7 წლის დაახლოებით. ამ აღმზრდელმა ჯერ სულ თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე იმ დონემდე მიიყვანა ბავშვი, იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ალბათ, როგორ შემოაკვდა ხელში. მე რომ ვიყავი დაახლოებით 10-11 წლის, მაგ შუალედში. ეს ფაქტიც კი გაუხსნელია. შემოვიდა იქ ერთი მანქანა, პოლიცია არ იყო, ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც "პლიონკა" და წაიყვანეს", - ამბობს პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system