თავში

"74 ადამიანი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად, ჩვენი უპასუხისმგებლობით და ურწმუნოებით!" - ირმა ცქიტიშვილი

"74 ადამიანი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად, ჩვენი უპასუხისმგებლობით და ურწმუნოებით!" - ირმა ცქიტიშვილი
74 ადამიანი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად, ჩვენი უპასუხისმგებლობით და ურწმუნოებით! - ირმა ცქიტიშვილი

„წვიმიანი პარასკევი გათენდა და კვლავ, 74 ადამიანი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად. დიახ, გავისტუმრეთ, ჩვენი უპასუხისმგებლობით და ურწმუნოებით! ვაქცინაციაზე უარის თქმით, ანტივაქსერული პროპაგანდით და რეგულაციების დარღვევით მოვკალით ეს ხალხი“! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი ირმა ცქიტიშვილი წერს.

ირმა ცქიტიშვილი ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„კოვიდიანი ბავშვებით სავსეა საავადმყოფოები და ამაშიც ჩვენ ვართ დამნაშავე!

ერთმანეთის ჯინაზე არ აცრილი და ვინ უფრო „მართალია“ — ვაქცინასკეპტიკოსები თუ აცრილი საზოგადოება, ამათ ომს შეწირული პატარები!

დიახ, ჩვენი ბრალია, რომ საკომუნიკაციო ომს გვიგებენ „ბოროტი“ ანტივაქსერები, რომლებსაც ყოველი აცრილი ადამიანის დრამატული გარდაცვალება უხარიათ, ნიშნის მოგებით!

ადამიანებო, როგორ არსებობთ ასე არხეინად, როცა ამხელა ტრაგედია ტრიალებს ირგვლივ! ყოველდღე 70-ზე მეტი ოჯახი უბედურდება და ქვეყანა კოვიდსიკვდილიანობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში!

ანტივაქსერებს არ მივმართავ, აზრი არ აქვს!

ვისაც საღი აზრი გაგაჩნიათ და ცოტა ადამიანობა შეგრჩათ, დაინდეთ თქვენი ახლობლები, განსაკუთრებით - მოხუცები და ბავშვები, რადგან ეს „დელტა“ შტამი განსაკუთრებულად აზიანებს მათ!

მთელი ჩემი ოჯახის და ახლობლების კოვიდგამოცდილებით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ:

#აცრაიცავს

აცრა ამცირებს ვირუსის გამრავლებას და, შესაბამისად, ინფიცირებისას - სხვის დავირუსებას!

აცრა გვიცავს როგორც დავირუსებისგან, ასევე გართულებებისგან!

აცრა 60% /70%-ით უზრუნველყოფს კოვიდისგან თავდაცვას!

აცრა ინფიცირების შემთხვევაში გვიცავს სიკვდილისგან!

100%-ით ამქვეყნად არაფრის გარანტია არ არსებობს!

აცრილებში, 10- დან 4 -ს შეიძლება დაემართოს!

აცრილებში,10-დან ორს შეიძლება გაურთულდა!

აცრილებში, 10 -დან ერთი შეიძლება გარდაიცვალოს!

აუცრელებში, „დელტა“ შტამით ინფიცირებისას, 10-დან რვას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ტანჯვა და ჯოჯოხეთური განსაცდელი ელის!

ადამიანებო, #ავიცრათერთმანეთითვის!

ავიცრათ, ჩვენი პატარებისთვის, მოხუცებისთვის, სუსტი ჯანმრთელიბის ადამიანებისთვის!

ავიცრათ, რომ ვირუსის გამრავლება შევანელოთ, შევასუსტოთ და ამასობაში წამლებიც წამოგვეწევა და ჩვენც გადავრჩებით!

გახსოვდეთ, საქართველო, კოვიდსიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა“ !- წერს ირმა ცქიტიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system