თავში

8 ახალი ინფიცირებული პაციენტის კლასტერი ცნობილია 

8 ახალი ინფიცირებული პაციენტის კლასტერი ცნობილია 
8 ახალი ინფიცირებული პაციენტის კლასტერი ცნობილია 

8 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის. ამის შესახებ განცხადება კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. მისი ინფორმაციით ახალი ინფიცირებულებიდან 2 ბოლნისის კლასტერიდან არის, ხოლო დანარჩენი 6 კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს. კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტის პასუხის დადასტურებას ელოდებიან. მას სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა თუმცა ახლა ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კოვიდინფექცია დაუდასტურდა 746 პაციენტს. მათგან გამოჯანმრთელებულია 576. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system