თავში

8 დეკემბერს დედაქალაქში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

8 დეკემბერს დედაქალაქში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
8 დეკემბერს დედაქალაქში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, დელისის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულის და მამია გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და დიდგორის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან - 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულის და მამია გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დგებუაძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ) და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system