თავში

8 ივნისიდან ყველა სასტუმრო ვერ გაიხსნება

8 ივნისიდან ყველა სასტუმრო ვერ გაიხსნება
8 ივნისიდან ყველა სასტუმრო ვერ გაიხსნება

ხვალიდან სასტუმროების ის ნაწილი გაიხსნება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეამოწმა და დადგნილ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, სასტუმრო, რომელიც ფუნქციონირებას განაახლებს, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს.

„ვინაიდან ტურისტულ სეზონს ვხსნით, ბუნებრივია სასტუმროებში ვირუსის გავრცელების მხრივ რისკი მომატებული. შრომის ინსპექციამ უნდა შეამოწმოს სასტუმრო და დადებითი დასკვნი შემთხვევაში მას მიენიჭება მუშაობის უფლება. ამიტომ 8 ივნისიდან ყველა ტიპის სასტუმრო ვერ დაიწყებს ფუნქციონირებას, ამის უფლება აქვთ მხოლოდ მათ, ვინც დააკმაყოფილა ისმოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

მოთხოვნები აქაც დაახლოებით იგივეა, რაც რესტორნების მიმართ. გაწერილია ჰიგიენური ნორმები აუზებისა და სპების მიმართ, აკრძალულია ბავშვთა სარეკრეაციო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურების განხორციელება. დადგენილია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, ასევე რეცხვის შესაბამისი პროტოკოლი როგორც სამზარეულოსთვის, ასევე სასადილო ფართისთვის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, 8 ივნისიდან საქართველოში სასტუმროები და გესთჰაუზები იხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ობიექტებისთვის Covid 19-თან დაკავშირებული პროტოკოლი დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system