თავში

8 ივნისის ამინდის პროგნოზი

8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისის ამინდის პროგნოზი

8 ივნისს საქართველოში უმეტესად მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 

თბილისში ღამით +16 გრადუსი, დღისით კი +33 გრადუსი იქნება და დღე, უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის.

ბათუმში ღამით +21, დღისით კი +27გრადუსი და წვიმა იქნება.  ზუგდიდში ღამით +22, დღისით კი +36 გრადუსია ნავარაუდები. ქუთაისში ღამით +24, დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი.

თელავში, ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.  +17 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +32. სიღნაღში ღამით +15, დღისით კი + 30 გრადუსი იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით + 7 გრადუსი იქნება, დღისით +27 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ცაგერში ღამით +17 გრადუსი, დღისით კი +34 გრადუსია ნავარაუდევი. + 17 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +25 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system