თავში

ზუგდიდში COVID-19 ერთი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა

ზუგდიდში COVID-19 ერთი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა
ზუგდიდში COVID-19 ერთი ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა

ზუგდიდში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ინფიცირებული მამაკაცის დედას და 2 არასრულწლოვან შვილს დაუდასტურდა. ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ განუცხადა.

მისივე თქმით, 59 ანალიზის პასუხი მიიღეს, რომელთაგან 7, ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტს წარმოადგენდა.

,,ინფიცირებულის 7 კონტაქტიდან სამს დაუდასტურდა. ინფიცირებულის დედას და მის ორ არასრულწლოვან შვილს. ისინი უნდა გადაიყვანონ დღესვე საავადმყოფოში, შეიძლება რუხში გადაიყვანონ, შეიძლება თბილისში. რაც შეეხება ინფიცირებულ მამაკაცს, ის თბილისში მკურნალობს, ორმხრივი პნევმონიით", - განუცხადა report.ge-ს ანზორ ქობალიამ. 

მისივე თქმით, მამაკაცის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ზუგდიდელ მამაკაცს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. დაინფიცირებული ტრაილერის მძღოლია. მან საქართველოს საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა და ორი კვირა თვითიზოლაციაში იყო, თუმცა კორონავირუსი თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ გამოუვლინდა. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ ის შიდა გადაზიდვებზე მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system