
9 იანვარს სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
იწვიმებს თბილისში, ჰაერის ტემპერატურა კი +8 გრადუსამდე დაეცემა.
ბათუმში +11 გრადუსი სითბო და წვიმა იქნება. ნალექი და +9 გრადუსია მოსალოდნელი ზუგდიდში, ქუთაისში კი +10 გრადუსი.
თელავში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. +10 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სიღნაღში კი +8.
მესტიაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ითოვებს ცაგერშიც, სადაც ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაეცემა. ბახმაროში თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი.