თავში

9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის კაცი დააკავეს

9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის კაცი დააკავეს
9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის კაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა, იმერეთში, 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system