თავში

ახალციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა 9 ბავშვი დაკბინეს

ახალციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა 9 ბავშვი დაკბინეს
ახალციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა 9 ბავშვი დაკბინეს

ახალციხეში, ერთი დღის განმავლობაში, მიუსაფარმა ძაღლებმა 9 არასრულწლოვანი დაკბინეს. შემთხვევა 26 მაისს მოხდა.

არასრულწლოვნებს დაზიანებები ძირითადად, კიდურებსა და წელის არეში აქვთ.

დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ექიმების თქმით, არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა მათგანს ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

მიუსაფარი ცხოველებიდან ერთი, შესაბამისმა სამსახურმა დახურულ სივრცეში გადაიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system