თავში

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 90 სანტიმეტრს აღწევს

ა​ჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 90 სანტიმეტრს აღწევს
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 90 სანტიმეტრს აღწევს

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-90 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში-კი 30-50 სანტიმეტრია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთ მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს.

"ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი", -აღნიშნულია განცხადებაში 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system