თავში

დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა
დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძე ინფორმაციას ადასტურებს. შემთხვევა მაღაროს გვირაბში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა და 25 წლის კაცი ქვეშ მოიყოლა. 

ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system