თავში

კორონავირუსის შიდა გადაცემა ისევ დაფიქსირდა

კორონავირუსის შიდა გადაცემა ისევ დაფიქსირდა
კორონავირუსის შიდა გადაცემა ისევ დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის შიდა გადაცემა ისევ დაფიქსირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

,,დაგვემატა 5 ახალი შემთხვევა და სულ 973 დადასტურებული შემთხვევაა.  გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2 პაციენტია და გახლავთ 846. კოვიდცენტრებში ამ დროისთვის მკურნალობს 112 პაციენტი. ხუთი ახალი შემთხვევიდან, სამი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი გახლავთ საკარანტინო სივრციდან და არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს წყაროს დასადგენად", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 973 გახდა. 

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –231.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system