თავში

ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე: ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი სულიერი მამა ჰყავს

ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე: ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი სულიერი მამა ჰყავს
ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე: ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი სულიერი მამა ჰყავს

42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით საღმთო ლიტურგია აღევლინა.

ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს აღსაყდრების 42 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს. 

„ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ, თუ გნებავთ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system