თავში

შუა ხნის მამაკაცმა ყირიმ-კონგო დაამარცხა

შუა ხნის მამაკაცმა ყირიმ-კონგო დაამარცხა
შუა ხნის მამაკაცმა ყირიმ-კონგო დაამარცხა

შუა ხნის მამაკაცმა მძიმე ვირუსული ინფექცია დაამარცხა. ის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით თბილისში, ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. 

პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

მამაკაცს, რომელიც ადიგენის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, საქონლის ტკიპამ უკბინა, რის შემდეგაც ყირიმ-კონგოთი დაინფიცირდა. ის თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება და რა უნდა ვიცოდეთ

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. 

ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.

დაავადების გამომწვევი გარეული ძუძუმწოვრებისგან ტკიპის მეშვეობით შინაურ ცხოველებს გადაედება, მათგან კი – ისევ ტკიპის საშუალებით – შესაძლოა ადამიანი დასნებოვნდეს. ამდენად, ადამიანისთვის ძირითად საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. მსოფლიო სტატისტიკით დაავადებულთა 15%-ის (ხშირად გაცილებით მაღალი – 30-40%) გადარჩენა ვერ ხერხდება.

ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა დავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის კბენაა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. 

დაავადება პირველად აღმოჩნდა 1944 წელს ყირიმში, მოგვიანებით აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში. ინფექციის სეზონურობა მოიცავს მაის-აგვისტოს პერიოდს.

ყირიმ-კონგოს სიმპტომები

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას – 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი – 13-14 დღე. ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ჩაწითლებული თვალები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system