თავში

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში
ოჯახში ძალადობის სტატისტიკა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ოჯახში მომხდარი ძალადობის ან სხვა ქმედების 445 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გახსნილია 300 საქმე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე განთავსებულ სტატისტიკურ მონაცემებშია საუბარი.

ორი მკვლელობის საქმიდან გახსნილია ორივე, ჯანმრთელობის დაზიანების ორი შემთხვევიდან ასევე ორივე გახსნილია.

ქვეყნის მასშტაბით 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, სულ მოხდა 3660 შემთხვევა, აქედან გახსნილია 2150 საქმე.

პოლიციის მიერ, 14 სექტემბრის მდგომარეობით, 7178 შემაკავებელი ორდერია გაცემული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system