თავში

დღეიდან A კატეგორიის ტაქსების ქიმწმენდა რამდენიმე მისამართზეა შესაძლებელი

დღეიდან A კატეგორიის ტაქსების ქიმწმენდა რამდენიმე მისამართზეა შესაძლებელი
დღეიდან A კატეგორიის ტაქსების ქიმწმენდა რამდენიმე მისამართზეა შესაძლებელი

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ 30 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ – „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში.

აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია A კატეგორიაში ჩართულ ყველა მძღოლს „ეს-ემ-ეს“ შეტყობინებით ეცნობება.

A კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში 2000-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system