თავში

არ მგონია, ინდურ შტამზე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოქმედებდეს - ივანე ჩხაიძე

არ მგონია, ინდურ შტამზე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოქმედებდეს - ივანე ჩხაიძე
არ მგონია, ინდურ შტამზე ასტრაზენეკას ვაქცინა მოქმედებდეს - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მას არ ჰგონია, ინდურ შტამზე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოქმედებდეს. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში "ასტრაზენეკას" ყველაზე მეტი რაოდენობა გამოიყენეს, უცნობია, მუშაობდა თუ არა ვაქცინა "ინდურ შტამზე".

"არ მგონია ინდურ შტამზე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოქმედებდეს. მას ამ შტამის ზემოქმედების შეფასება არ აქვს მოსწრებული. "ასტრაზენეკას" ყველაზე მეტი რაოდენობა გამოყენებული ინდოეთში იყო, მაგრამ საუბარი იმაზე, მუშაობდა თუ არა, ეს ვაქცინა ინდური შტამის მიმართ ძალიან ადრეა,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system