თავში

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი რჩება

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი რჩება
თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისათვის ერთი პაციენტია მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს საკუთარი სურვილით გამოცხადდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, პაციენტს ახალ კორონავირუსზე ანალიზს ხვალ აუღებენ.

,,დღეს კლინიკაში არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახლახანს შემოიყვანეს, ერთი საათის წინ. ის იყო შანხაიში, აქვს ტემპერატურა დაბალი, უტარდება გამოკვლევები, ხვალ დილით აუღებენ ნაცხს, კორონავირუსზე, ხვალ შუადღისით იქნება პასუხი. დიდი ალბათობით, მასაც არ დაუდასტურდება კორონავირუსი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კლინიკაში წინა დღეებში მყოფ პაციენტებს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველა მათგანი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system