თავში

აბა, ახლა დაუძახეთ გახარიას დარტანიანი, აღარ არის მოდაში? - ჯაფარიძე ცერცვაძეს

აბა, ახლა დაუძახეთ გახარიას დარტანიანი, აღარ არის მოდაში? - ჯაფარიძე ცერცვაძეს
აბა, ახლა დაუძახეთ გახარიას დარტანიანი, აღარ არის მოდაში? - ჯაფარიძე ცერცვაძეს

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს.

"ექიმი ბრძანდებით და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სხვა თქვენი განცხადებების შედეგები დაივიწყოთ და თქვათ, რომ მე ამაზე ფორმალური პასუხისმგებელი არ ვარ. როგორ არა ხართ? აბა ვინ არის? თქვენ 3 ადამიანი [თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე] იყავით, ვინც დაუკვეთეთ შეზღუდვები, საბოლოო ჯამში და მერე გააპრავეთ ეს ყველაფერი. გახარიას კიდევ დარტანიანს ეძახდით, საუკეთესო კრიზისმენეჯერიაო. ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი" და კრიზისმენეჯერი. აღარ არის ახლა მოდაში," - მიმართა "დღის კურიერის" ეთერში ზურა ჯაფარიძემ თენგიზ ცერცვაძეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system