თავში

"აბა, წამით, რიგითი პოლიციელის ადგილას წარმოიდგინეთ თავი" - გიგა მაქარაშვილი

"აბა, წამით, რიგითი პოლიციელის ადგილას წარმოიდგინეთ თავი" - გიგა მაქარაშვილი
აბა, წამით, რიგითი პოლიციელის ადგილას წარმოიდგინეთ თავი - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აბა წამით რიგითი პოლიციელის ადგილას წარმოიდგინეთ თავი.

დგას სრულიად დაუცველი, თავში ხვდება ქვები, რკინის საგნები, კვერცხები, მინის ბოთლები… ყურთან უფეთქდება სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილებები…

ეს ყველაფერი გრძელდება რამდენიმე საათი!

მთელი ეს დრო ყველა პოლიციელმა იცის, რომ იქვე, 50 მეტრში, კონდიციონერიან ავტობუსებში სხედან მაქსიმალურად შეფუთული, ჩაფხუტიანი, ტანზე აბჯრიანი, ფარებიანი სპეცრაზმელები. რბილად სხედან და სქროლავენ, ცივ წყალს სვამენ, არც არაფერი უჭირთ.

ეს ყველაფერი გრძელდება რამდენიმე საათი!

და მთელი ეს დრო პოლიციელი ბრაზდება, ძალიან ბრაზდება ყველაზე! მოძალადეებზე, ხელისუფლებაზე, მთელს სამყაროზე.არც ვიცი რა გითხრათ, ეგრე იცის მოძალადე რეჟიმის სამსახურში დგომამ და თუ სასწრაფოდ არ შევცვალეთ ხელისუფლებაც და დამოკიდებულებაც, მთელი ცხოვრება მაგ ჯოჯოხეთში მოგვიწევს ცხოვრება!", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system