თავში

აბასთუმნის ობსერვატორიაში რეფორმა იგეგმება

აბასთუმნის ობსერვატორიაში რეფორმა იგეგმება
აბასთუმნის ობსერვატორიაში რეფორმა იგეგმება

აბასთუმნის ობსერვატორიაში თანამშრომლებთან შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გამართეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ სამეცნიერო დაწესებულების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრა. აბასთუმნის ობსერვატორია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა ჩამოყალიბდეს. ეს პროცესი, მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით წარიმართება.

მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა მეცნიერ თანამშრომლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონცეფციაში, რომელიც ობსერვატორიის განვითარების მიზნით შეიქმნება, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშა და როლი მსოფლიო მასშტაბით. ამის შემდგომ, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა და მოდერნიზაცია. ზაზა მარუაშვილმა კონცეფციის შემუშავებაში უცხოელი მეცნიერების ჩართვის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე სხვადასხვა უნივერსიტეტში ასტრონომიის მიმართულების განვითარების სტიმულირების საკითხსაც შეეხნენ. სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით ისინი ხელს შეუწყობენ ობსერვატორიას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system