თავში

აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სარემონტო სამუშაოები "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ" განახორციელა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ოფისი პირადად მოინახულა და ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებმა მინისტრის მოადგილეს თავიანთი სამეცნიერო საქმიანობა გააცნეს და არსებული საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. თავის მხრივ, ნუნუ მიცკევიჩმა ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის “Space”-ის მიმართულების საგრანტო კონკურსებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთის კვლევით ცენტრებთან ერთად ერთობლივი პროექტების მომზადება და მასშტაბური საგრანტო დაფინანსების მოპოვება აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system