თავში

აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდას ბოქსირებულ პალატაში აბარებს

აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდას ბოქსირებულ პალატაში აბარებს
აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდას ბოქსირებულ პალატაში აბარებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული აბიტურიენტი, დღეს, უცხო ენის გამოცდას სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ პალატაში ჩააბარებს. 

ბოქსირებული პალატა შესაბამისად იქნება აღჭურვილი. გამოცდას სპეციალურად ეკიპირებული 2 მეთვალყურეც დაესწრება. 

,,ბოქსირებული პალატა აღჭურვილი იქნება იმგვარად და ყველა ის პროცედურა წარიმართება ისე, როგორც ეს ხდება საგამოცდო სექტორში. ამისთვის უკვე ყველა ზომა მიღებულია და მზადაა. განხორციელდება ვიდეოთვალთვალი, როგორც ეს ხდება საგამოცდო სექტორში, ასევე მას მოემსახურება 2 მეთვალყურე, რომელიც სპეციალურად იქნება ეკიპირებული. ტესტი დაიწყება იმავე დროს და ის წერს იმავე ტესტს, რომელსაც ყველა დანარჩენი აბიტურიენტი დღეს მეორე სესიაზე",  - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, კორონავირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system