თავში

აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება
აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.

"შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 15-16 სექტემბერს ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 15 სექტემბრის 05:00 საათიდან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩხოროწყუს.

15 სექტემბრის 15:00 საათიდან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედა ეწერი, ჩხორთა, ოდიში, ბაში, კორცხელი, ნაცატუ, ახალსოფელი, ჭაქვინჯი, ძველი ხიბულა, ინგირი, შამგონა, აბასთუმანი, ჭითაწურო, ცაიში, ხეთერა, ცაცხვი, რუხი, ანაკლია, ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდი ნეძვი, დიდი ნეძვის კახათი, კახათი, კოკი, კოლხიდა, ლია, ბარაზენი, ოირემე, ორსანტია, ორული, ოფაჩხაფუ, ოქტომბერი, ურთა, ოჩაშონა, ყულიშკარი, ჩხოუში, ძველი აბასთუმანი, ჭკადუაში, ხურჩა, ჯუმი.

15 სექტემბრის 15:00 საათიდან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ქალაქ წალენჯიხას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიას, ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ხეთა, 1 მაისი, ხამისკური, ნოჯიხევი, ახალი ხიბულა, ბია, ბულიტყუ, გურიფელი, დასახლება, ზემო ქვალონი, ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საკვიკვინიო, საკუკავო, საქირიო, ჭითა უშგული, ჭიხუ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system