თავში

აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია - გოფოძე ვაქცინაციაზე

აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია - გოფოძე ვაქცინაციაზე
აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია - გოფოძე ვაქცინაციაზე

აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია, ამ წუთას თვითშეგრძნება ისეთი მაქვს, როგორიც ვაქცინის გაკეთებამდე მქონდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განუცხადა.

გოფოძის თქმით, ვაქცინაცია საშიში პროცესი არ არის და ის ყველამ უნდა გაიკეთოს. 

"მე როგორც ექიმი ვთვლი, რომ ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა. სხვადასხვა ვაქცინამ ასეულობით ათასი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და მათ შორის, ეს ვაქცინაც თავის ძალიან დიდი როლს ითამაშებს კორონავირუსის ინფექციის გართულების პრევენციაში. მჯერა და სწორედ ამიტომაც ვიკეთებ ვაქცინას, რომ ყველამ ნახოს, ვაქცინაცია არაა საშიში და საშინელი მოვლენა, არამედ ვაქცინაცია არის ჩვეულებრივი პროცესი, რათა მძიმე დაავადებების პრევენცია მოხდეს", - განაცხადა გოფოძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system