თავში

აჭარაში კორონავირუსი კიდევ დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ დადასტურდა
აჭარაში კორონავირუსი კიდევ დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა დღესაც დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

რეგიონში კორონავირუსზე სულ 599 ლაბორატორიის შედეგი მიიღეს. მათგან 598 უარყოფითია. 

ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვი ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 9 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 33 476 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2008 პირი. კარანტინი დატოვა 11 703-მა პირმა.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსი გუშინაც დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system