თავში

აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია შეჩერდა

აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია შეჩერდა
აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია შეჩერდა

მაღალმთიანი აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ report.ge-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ვაქცინაცია ქედაში, შუახევში, ხულოსა და ხელვაჩაურში შეჩერდა. 

ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ქობულეთსა და ბათუმში.

დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული.

ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system