თავში

აჭარაში კორონავირუსზე 319 ანალიზის პასუხი მიიღეს

აჭარაში კორონავირუსზე 319 ანალიზის პასუხი მიიღეს
აჭარაში კორონავირუსზე 319 ანალიზის პასუხი მიიღეს

აჭარაში კორონავირუსზე 319 ადამიანი გამოიკვლიეს და ყველა ნეგატიური პასუხი მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებული 35 პირის კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 24 315 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2179 პირი. კარანტინი დატოვა 9631-მა პირმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 958 გახდა. COVID-19 კიდევ 8 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system