თავში

აჭარა და თბილისი კვლავ ლიდერობს - ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით

აჭარა და თბილისი კვლავ ლიდერობს - ინ
აჭარა და თბილისი კვლავ ლიდერობს - ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

"აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევაა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრით არა. თბილისში ცოტა შემცირდა რაოდენობა - 137 შემთხვევაა, გუშინ იყო 179, იმერეთში 99 დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 დადასტურებული შემთხვევაა, შიდა ქართლში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, კახეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1 და იმპორტირებული არის 1 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 11 271-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა253 პაციენტი და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 6 119 -ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system