თავში

აჭარა კვლავ რეკორდს ხსნის - რამდენი ახალი შემთხვევაა რეგიონში

აჭარა კვლავ რეკორდს ხსნის - რამდენი ახალი შემთხვევაა რეგიონში
აჭარა კვლავ რეკორდს ხსნის - რამდენი ახალი შემთხვევაა რეგიონში

საქართველოში, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი აჭარაში გამოვლინდა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR ტესტი, აქედან 129 შემთხვევაში პასუხები კორონავირუსზე დადებითია.

მათივე ცნობით, კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პაციენტი.

,,გასული ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა და კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა, გუშინ რესპუბლიკური დატოვა კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა, დღეს კიდევ ველოდებით ამ ციფრის გაზრდას. კოვიდ დადებითი პაციენტების მიღება უკვე დაიწყო მეშვიდე კლინიკამ, ეს გახლავთ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი. რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მობილიზებულია 500-მდე საწოლ ფონდი", - აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ჯამში 1435-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system