თავში

აჭარის მთავრობის სახლთან ორი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან ორი პირი დააკავეს
აჭარის მთავრობის სახლთან ორი პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისულმა ორმა მოქალაქემ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. რასაც აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცავებმა ორივე მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციის უწყვეტი საპროტესო აქციები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system